ამ წუთებში დედაქალაქის მთავარ გამზირზე ოპოზიციის საპროტესტო აქცია უნდა დაიწყოს. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერები და წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოსთან მხარდამჭერებთან ერთად იკრიბებიან. 8 ნოემბრის მსგავსად, საარჩევნო სუბიექტების წევრები, თანამოაზრეებთან ერთად, პარლამენტთან მსვლელობით მივიდნენ.
საპროტესტო გამოსვლის ორგანიზატორი პოლიტიკური პარტიები, 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გაუქმებასა და განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნას უკვე განახლებული ცესკო-ს პირობებში ითხოვენ.
სალომე ქოქიაშვილი იმყოფება პარლამენტთან.