საპროტესტო აქცია პარლამენტთან  

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა.

პარლამენტის წინ მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტები იმყოფებიან და ადგილზე შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ.

საკანონმდებლო ორგანოსთან ოპოზიციური პარტიების ლიდერებსაც ელოდებიან. რაც შეეხება პარლამენტის სხვა შესასვლელებს, შენობის გვერდითა ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობა ისევ არ აღდგენილა. გზის სავალი ნაწილები ავტობუსებითაა გადაკეტილი. ჩიტაძის, ჭიჭინაძის და ზუბალაშვილების ქუჩებზე კვლავ მობილიზებულია პოლიცია.

ნოდარ ჩაჩუა მუშაობს პარლამენტის შენობასთან.