კონსულტაციების დასრულების შემდეგ ოპოზიციამ რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლა, სადაც საპროტესტო გამოსვლა საღამოს 7 საათიდან განახლდა.
მოძრაობების, „სირცხვილია” და „შეცვალე“, აქტივისტების მიერ ორგანიზებულ აქციაზე შეკრებილებს კონსულტაციებში ჩართული ოპოზიური პარტიების ლიდერები სამოქმედო გეგმას გააცნობენ. პარლამენტის წინ შეკრებილები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ისინი მოატყუა და 24 ივნისს გაცემული დაპირება უკან წაიღო, რის გამოც ისინი პერმანენტულ გამოსვლებს აანონსებენ და ოპოზიციის მიერ კონსულტაციების შედეგად დაყენებული მოთხოვნის შესრულებამდე პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.
ნოდარ ჩაჩუა აშუქებს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას.