საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან.
ელექტრომობილების მეპატრონეები ბათუმის ბულვარში ელექტრომობილების გამოყენების აკრძალვას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები მოითხოვენ შეზღუდვა ერთი წლით გადავადდეს, მანამდე კი დადგინდეს მოძრაობის წესები, რომელიც ელექტროტრანსპორტის უსაფრთხოებას გაზრდის.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 5 მარტს, ბათუმის საკრებულომ მიიღო დადგენილება ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე ელექტრომობილების აკრძალვის შესახებ. დადგენილება პირველი მაისიდან ამოქმედდება.