მერიის შენობასთან შეკრებილი „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერები და მაჟორიტარობის კანდიდატი, ახმედ იმამკულიევი მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის, „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსის, ამირან გიორგაძის იმპიჩმენტს ითხოვენ. ისინი ორი დღის წინ მომხდარი დაპირისპირების ორგანიზებაში სწორედ გიორგაძეს ადანაშაულებენ. თავად გიორგაძე კი ბრალდებას უარყოფს და მის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიაზე საუბრობს.