ლონდონში პალესტინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. „ბიბისის“ ცნობით, აქციაზე ათიათასობით დემონსტრანტი გავიდა და ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც. როგორც გამოცემა იუწყება, პოლიცია ადგილზე არიგებდა ბროშურებს, რომელზეც აღნიშნული იყო, რომ „ჰამასის“ მხარდაჭერა ან სიძულვილი ნებისმიერი რელიგიის მიმართ აქციაზე დაუშვებელი იქნებოდა.