ფოთში, მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. გადაკეტილი იყო ცენტრალური გზა. შეკრებილები ქალაქში გავრცელებულ თევზის უსიამოვნო სუნს აპროტესტებდნენ. მათი განცხადებით, თევზის უსიანოვნო სუნი ფოთში, ქაფშიის გადამუშავების სეზონზე ნოემბერ-თებერვლის პერიოდში ვრცელდება. პრობლემა წლებია არსებობს, თუმცა არ გვარდება. აქცია საინიციატივო ჯგუფის მიერ სოციალური ქსელით დაიგეგმა.