დიდი დიღმის მოსახლეობამ, ყოფილ სარეკრეაციო სივრცეში დახურული სტადიონის მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით, ფარნავაზ მეფის გამზირი გადაკეტა. აქციის მონაწილეების განცხადებით, სკოლა „ფესვების“ მიმდებარე ტერიტორიას სარეკრეაციო ზონის სტატუსი ჩამოერთვა და 49-წლიანი იჯარით ფეხბურთის ფედერაციას გადაეცა, რომელმაც ტერიტორიაზე დახურული სტადიონის მშენებლობა დაიწყო. მოსახლეობის მტკიცებით, სტადიონი სპორტულ სკოლებს მოემსახურება და ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იქნება. ადგილობრივები ტერიტორიისთვის სარეკრეაციო ფუნქციის აღდგენასა და პარკის მშენებლობას ითხოვენ. ამ დროისათვის გზა უკვე გახსნილია.