მემარჯვენე პოლიტიკის წინააღმდეგ ბერლინის ქუჩებში 15 ათასზე მეტი ადამიანი გავიდა. აქციის მონაწილეები „მემარჯვენე ალტერნატივა გერმანიისთვის“ პარტიის იდეოლოგიის მოწინააღმდეგეები არიან. დემონსტრანტები ევროკავშირის დროშებით და ბანერებით იყვნენ და მოუწოდებდნენ ხალხს, რომ აუცილებლად მივიდნენ ევროპარლამენტის არჩევნებზე.