საპროტესტო აქციებს ბათუმში მოსწავლეებიც შეუერთდნენ. პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე საჯარო სკოლების და ასევე კერძო სკოლა „ევრო 2000-ის“ მოსწავლეთა ნაწილი დღეს სკოლაში არ გამოცხადდა. თავდაპირველად ისინი 6 მაისის პარკთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობით სახელმწიფო უნივერსიტეტთან გადაინაცვლეს. მოსწავლეები ამბობენ, რომ მშობლების თანხმობით გადადგეს ეს ნაბიჯი და სოლიდარობას უცხადებენ საპროტესტო აქციებში მონაწილე უფროსებს.