„არა რუსეთს, არა მონობას, არა ალტინფოს!“ – ამ შინაარსის ტრანსფარანტებით ხელში 20-მდე ახალგაზრდა „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის წინ მივიდა და ახმეტაში ორგანიზაციის გახსნა გააპროტესტა, რასაც მოძრაობის წევრებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
მხარეებს შორის დაპირისპირება რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა, სიტუაციის განმუხტვა პოლიციის ჩარევის შემდეგ გახდა შესაძლებელი. აქციის მონაწილეების განმარტებით, „ალტინფოს“ და „კონსერვატიული მოძრაობის“ წინააღმდეგ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საპროტესტო აქციები იქამდე გაიმართება, სანამ მათი ოფისები ყველგან არ დაიხურება.