პარლამენტის შესასვლელთან მედიის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. ისინი პრემიერ-მინისტრს ბანერებით დახვდნენ. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ნიკა გვარამიას პატიმრობიდან გათავისუფლებაა. ამავე მოთხოვნით, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ წარმომადგენლებმა ბანერი პარლამენტში, ირაკლი ღარიბაშვილის მოსმენის პარალელურად გამოფინეს.