სავაჭრო ცენტრ „სითი მოლთან“ საპროტესტო აქცია გაიმართა. მიმდებარე კორპუსების მცხოვრებლები ხმაურსა და ანტისანიტარიას უჩივიან. მოსახლეობის თქმით, ხმაურის გამო, სავაჭრო ცენტრი რამდენიმეჯერ დაჯარიმდა, თუმცა პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელია. აქციის მონაწილეები ქალაქის მერს მოუწოდებენ, მათი პრობლემით დაინტერესდეს. ბრალდებებს გამოეხმაურა „სითი მოლის“ მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერი. მისი თქმით, ინფორმაცია სავაჭრო ცენტრის დაჯარიმების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და „სითი მოლი“ ყველა წესის დაცვით მუშაობს.