საპროტესტო აქცია

პარლამენტის შენობის წინ ჯებირების აღმართვა პოლიტიკური პროტესტის მიზეზი გახდა.

ოპოზიციის და სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების არგუმენტით მმართველი გუნდი ცდილობს ტერიტორიაზე მოქალაქეთა ლეგიტიმური პროტესტი შეზღუდოს.

ადგილზე ჯებირების აღმართვას აპროტესტებს პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამაც, რომელსაც პარლამენტის შენობასთან საპროტესტო კარავი ჰქონდა გაშლილი. მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ხელოვნური ბარიერები მის პროტესტს ვერ შეაჩერებს. სამოქალაქო აქტივისტებმა კი რუსთაველის გამზირზე აღმართულ ჯებირებზე სხვადასხვა შინაარსის წარწერები გააკეთეს, ღობეს სიმბოლური მავთულხლართიც შეაბეს.