საპროტესტო აქცია

„პატრიოტთა ალიანსის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის, „ახალგაზრდა პატრიოტების“ წევრები, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შენობაში იმყოფებიან.

აქციის წევრები „შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმისთვის“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის დაბრუნებას ითხოვენ. ორგანიზაციის წევრები ასევე მოითხოვენ ხელოვნების მუზეუმში სარემონტო სამუშაოების მიზეზით, ისტორიული შენობიდან დაცული კოლექციების სხვა სივრცეში გადატანა არ მოხდეს, ასევე ოქროს ფონდის საექსპოზიციო სივრცესა და საცავში ნაგებობისთვის საჭირო სამუშაოები აპრობირებული მეთოდით განხორციელდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, აქციის ორგანიზატორები მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან შეხვედრასა და საკითხის განსახილველად სამუშოა ჯგუფის შექმნას ითხოვენ. აქციის ორგანიზატორების თქმით, ისინის შენობის ბლოკირებას მანამ მოახდენენ, სანამ აქციის ორგანიზატორებს მიხეილ ბატიაშვილი არ შეხვდებათ.