„ცენტრ პოინტის“ დაზარალებულები ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვენ. მათ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის სახლთან აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ უნდა შეიქმნას სახელმწიფო კომისია, რომელიც შეისწავლის მათ პრობლემას და დაასრულებს მშენებლობებს.