საპროკურორო საბჭოს სხდომა

საპროკურორო საბჭო, დღეს, გენერალური პროკურორობის 15 კანდიდატიდან სამ აპლიკანტს აირჩევს. ამის შემდეგ კი, ისევ ფარული წესით, ერთ კანდიდატზე შეჯერდებიან, რომელიც საბოლოოდ საკანონმდებლო ორგანოს წარედგინება. პარლამენტი კი, ქვეყნის გენერალურ პროკურორს, ხმათა უმრავლესობით აირჩევს. სხდომა 14 საათზეა ჩანიშნული.

რა მოლოდინი აქვთ გენერალური პროკურორობის მსურველებს. აპლიკანტების ნაწილი საკუთარ უპირატესობაზე საუბრობს, მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ არჩევანი სავარაუდოდ ყოფილ მთავარ პროკურორზე გაკეთდება.