„ნაციონალური მოძრაობა“ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე პარლამენტის გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.
მედიასთან განცხადება რომან გოცირიძემ გააკეტა. პარალელურად დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტში, პარლამენტში ნიკა მელიას ადგილმონაცვლის, ბადრი ბასიშვილის უფლებამოსილების ცნობის საკითხზე იმსჯელეს.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა. ბადრი ბასიშვილის კანდიდატურას მხარი საპარლამენტო უმრავლესობის ორმა წევრმა არ დაუჭირა.
თეონა მანაგაძე მუშაობს თემაზე.