ლევან იოსელიანის ადგილმონაცვლის, ქეთევან თურაზაშვილის კანდიდატურას კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზე. პარტია „მოქალაქეების“ სიის მესამე ნომრის პარლამენტში შესვლის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ლევან იოსელიანი 7 მარტს სახალხო დამცველად დაამტკიცეს. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის შემდეგ, თურაზაშვილის უფლებამოსილების საკითხს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განიხილავენ შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.