პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფების რაოდენობა ორით იზრდება. საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე პოლიტიკური ჯგუფების „ხალხის ძალისა“ და „საქართველოსთვის“ რეგისტრაციის საკითხი განიხილეს, რომელსაც კომიტეტმა მხარი დაუჭირა. ორივე პოლიტიკურ ჯგუფს ეს სტატუსი ოფიციალურად მაშინ ექნებათ, როდესაც პარლამენტის სხდომაზე დეპუტატები ამას ცნობად მიიღებენ.