ოპოზიციურ პარტიათა საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, პარლამენტში 202 173 მოქალაქის ხელმოწერებით იქნება ინიცირებული.
ჯგუფის მიერ წარდგენილი 228 559 ხელმოწერიდან ნაწილი პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ბათილად ცნო. მიზეზი ხელმომწერ პირთა მონაცემებში აღმოჩენილი ხარვეზები და უზუსტობებია. საუბარია არასწორად მითითებულ პირად მონაცემებზე, ხელმოწერებსა და თარიღებზე.
20 ოპოზიციური პარტია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, პროპორციული საარჩევნო სისტემით, 3%-იანი ბარიერისა და ბლოკების პირობებში, ითხოვს.