საპრეზიდენტო კანდიდატები პირველ არხზე  

წინასაარჩევნოდ პირველი არხი პრეზიდენტობის კანდიდატებს საეთერო დროს უთმობს.

კვალიფიციური და არაკვალიფიციური სუბიექტების მიამართ ტელევიზიას სამი შეთავაზება აქვს. პირველი: ხვალიდან „მოამბის“ მთავარ გამოშვებაში კანდიდატების ხედვის გასაცნობად 10-წუთიანი ეთერი იქნება გამოყოფილი. მეორე: პირველი არხი ტრადიციულ დებატებსაც გეგმავს, რომელიც სამ რაუნდად გაიმართება. ორი რაუნდი 16 კვალიფიციურ სუბიექტს დაეთმობა, მესამე რაუნდში კი ცხრა არაკვალიფიციური სუბიექტი მიიღებს მონაწილეობას. მესამე: სურვილის შემთხვევაში ტელევიზია მზად არის, ცალკე დრო გამოყოს პრეზიდენტობის იმ კანდიდატებისთვის, რომლებიც დებატების გამართვაზე ერთმანეთს შორის შეთანხმდებიან.

ამ წინადადებებს საარჩევნო მარათონში ჩართული სუბიექტები დღეს ცესკო-ში გაეცნენ. კენჭისყრის გზით უკვე განსაზღვრულია დებატების სამ რაუნდში და „მოამბის“ მთავარ გამოშვებაში მონაწილე კანდიდატების რიგითობა და თანმიმდევრობა.