ცესკო-ს წინასწარი შედეგებით სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტია.
დათვლილია 3 705 უბანი. ხმათა 59.52 %-ით ლიდერობს მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე პოლიტიკური პოზიციები მკვეთრად განსხვავებულია. როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე მეტი სიმწვავით გრიგოლ ვაშაძის გარშემო გაერთიანებული ოპოზიცია გამოირჩევა, რომელიც მმართველ გუნდს საარჩევნო პროცესის გაყალბებაში ადანაშაულებს და არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ასე არ ფიქრობენ პირველი ტურში დამარცხებული ოპოზიციონერი კანდიდატების პარტიებში, სადაც ვაშაძის დამარცხების ერთ-ერთ მიზეზს ყოფილი მმართველი პარტიის მმართველობის წლებში ხედავენ.
საარჩევნო პროცესის შეფასების დროს კრიტიკული იყო ჯერ ისევ მოქმედი პრეზიდენტიც.