საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მოლდოვაში

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მაია სანდუმ გაიმარჯვა.

დათვლილია ხმების 100 %. მაია სანდუმ გამარჯვება ხმების 55.33 %-ით მოიპოვა. „სოციალისტების“ პარტიის წარმომადგენელს, ალექსანდრე სტოიანოგლოს ხმათა 44.67 % აქვს. სანდუს გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქვეყნის საზღვრებს გარეთ გახსნილ უბნებზე დაფიქსირებულმა შედეგებმა „სოციალისტების“ პარტიაში განაცხადეს, რომ არ აღიარებენ უცხოურ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის შედეგებს და ალექსანდრე სტოიანოგლოს მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების „ნამდვილ გამარჯვებულს“ უწოდებენ.