საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური კვიპროსში

კვიპროსში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. მოსახლეობამ არჩევანი მოქმედ პრეზიდენტს,  ნიკოს ანასტასიადისსა და ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს,  სტავროს მალასს შორის უნდა გააკეთოს.

გახსნილია 1100 საარჩევნო უბანი. არჩევნებში მონაწილეობის უფლება 550 ათასზე მეტ მოქალაქეს აქვს. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 28 იანვარს გაიმართა. მოქმედმა პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადისმა, ხმების 35,5 % მიიღო, მისმა მეტოქემ კი, რომელიც პრეზიდენტის პოსტზე კომუნისტურმა პარტიამ წარადგინა, ხმების 30,25% დააგროვა.

კვიპროსის პრეზიდენტს, პირდაპირი წესით, ხუთი წლის ვადით ირჩევენ. არჩევნების პირველი წინასწარი შედეგები დღეს საღამოს გახდება ცნობილი.