დავა გრძელდება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღზეც. შერჩეული დღე – ოთხშაბათი ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და სახალხო დამცველს არ მოსწონთ.
ოპოზიციური პარტიები ცესკო-ს ხელისუფლების დავალების შესრულებაში ადანაშაულებენ და ფიქრობენ, რომ 28 ნოემბერს, ანუ შუა კვირაში კენჭისყრის დანიშვნით უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ხმის მიცემის უფლება შეეზღუდებათ.
მმართველი გუნდი და ოპოზიცია სხვადასხვანაირად კითხულობს საარჩევნო კოდექსის იმ ნაწილსაც, რომელიც სწორედ არჩევნების დღეს ეხება.