საპრეზიდენტო არჩევნების ისტორია ქვეყანაში 1991 წლიდან იწყება. საქართველოს მოქალაქეებმა პირველი პრეზიდენტი აირჩიეს. ზვიად გამსახურდიამ მაშინ 87%-იანი მხარდაჭერა მიიღო. პირდაპირი წესით ბოლოჯერ, დღეს მოქალაქეები რიგით მეხუთე პრეზიდენტს ირჩევენ. თუმცა ქვეყნის მეთაურის ასარჩევად, მოსახლეობას საარჩევნო ყუთთან მისვლა უკვე მეშვიდედ უწევს. ედუარდ შევარდნაძე და მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის პოსტს ორ ორი ვადით იკავებდნენ.