უკვე მეხუთედ ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი გახდა.
საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა გაიმარჯვა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პუტინს ამომრჩეველთა 87 %-მა დაუჭირა მხარი, რაც საბჭოთა კაშირის დანგრევის შემდეგ რუსეთში რეკორდული მაჩვენებელია. ოფიციალური შედეგები 21 მარტს, რიგგარეშე სხდომაზე გამოცხადდება. რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციებმა არჩევნები ჩაატარეს უკრაინის და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც, რასაც საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს. დასავლეთის ქვეყნები არჩევნების ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ. პუტინის გამარჯვების გამოცხადებასთან ერთად მოსკოვის წითელ მოედანზე ყირიმის ანექსიის 10 წლისთავის აღნიშვნისთვის ემზადებიან.