ვითარება საქართველოს რაგბის კავშირში.
ირაკლი აბუსერიძე კავშირის გახლეჩის მცდელობაზე საუბრობს და 24 თებერვალს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ გეგმავს. აბუსერიძე ამბობს, რომ კავშირმა ის პრეზიდენტად უკვე აირჩია. ის ეჭვქვეშ აყენებს დაგეგმილი არჩევნების ლეგიტიმურობას. საკუთარი კანდიდატურის დაყენებას არჩევნებზე არ გეგმავს გოჩა ხურციძე.
ამ ეტაპზე რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთი კანდიდატია რეგისტრირებული. ეს იოსებ ტყემალაძეა, რომელიც რაგბის კავშირის 24-მა ნამდვილმა წევრმა წარადგინა. კანდიდატურის წარდგენის ბოლო ვადა 23 თებერვალია.
შეგახსენებთ, 2020 წელს კავშირის პრეზიდენტის არჩევის ყრილობა სამჯერ გადაიდო და 30 დეკემბერს ჩაატარა. ხმების უმრავლესობით ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა. მაგრამ საჯარო რეესტრმა ის პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა და მიზეზად ყრილობის მსვლელობაში არსებული ხარვეზები დაასახელა.