პოლონეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 7 საათზე გაიხსნა. პრეზიდენტობისთვის 11 კანდიდატი იბრძვის, თუმცა ბოლო გამოკითხვების მიხედვით, რეალური შანსი მხოლოდ ორ მათგანს, მოქმედ პრეზიდენტს, ანჯეი დუდას და ვარშავის მერს, რაფალ ტშასკოვსკის აქვთ. 30 მილიონამდე ამომრჩეველს, საშუალება აქვს, საკუთარი არჩევანი ქვეყნის მასშტაბით მოწყობილ 27 ათასზე მეტ საარჩევნო უბანზე, ასევე ფოსტის საშუალებით დააფიქსიროს. პროგნოზირებენ, რომ პირველ ტურში ხმათა 51 პროცენტის მიღებას ვერც ერთი კანდიდატი ვერ შეძლებს, რის გამოც, დიდი ალბათობით, 12 ივლისს არჩევნების მეორე ტური გაიმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 21 საათზე დაიხურება, რის შემდეგაც ეგზიტპოლის პირველადი შედეგები გახდება ცნობილი.