საპრეზიდენტო არჩევნები კალათბურთის ფედერაციაში

სამი დღე რჩება საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტის არჩევამდე. არჩევანი ორ კანდიდატს შორისაა გასაკეთებელი: პრეზიდენტობისთვის შიო ხეცურიანი და პაატა გურასპაული იბრძვიან. კალათბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელს 34 დელეგატი აირჩევს. გეგი კიკაბიძე დღეს ორივე კანდიდატს შეხვდა და დაინტერესდა, როგორ აპირებენ გამარჯვების შემთხვევაში ქართულ კალათბურთში არსებული პრობლემების გადაჭრას.