საჭიროა ჟურნალისტების ლიკვიდაცია, ვეგეტარიანელები და არამსმელები სიკვდილს იმსახურებენ, მსოფლიომ უნდა აღიაროს ყირიმის ანექსია – ამ განცხადებების ავტორი ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი თანამდებობის მეორე ვადით დაკავებისთვის იბრძვის.
ჩეხეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური დღეს დაიწყო. კენჭისყრა ორდღიანია. ინციდენტის ფონზე ჩაიარა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის მიერ ხმის მიცემის პროცესმა. საარჩევნო უბანზე მისულ ზემანს მოძრაობა „ფემინას“ აქტივისტი დაესხა თავს.