„სიენენის“ პროგნოზით, დონალდ ტრამპი მიჩიგანის შტატში იმარჯვებს. მიჩიგანი ერთ-ერთია შვიდი მერყევი შტატიდან. მიჩიგანს კოლეგიის 15 წევრი ჰყავს. დონალდ ტრამპს ახლა, ჯამში, კოლეგიის 294 ხმა აქვს. მიჩიგანში გამარჯვების შემთხვევაში კი მას 309 ექნება. ასევე ცნობილია წარმომადგენელთა პალატის შედეგებიც. წინასწარი შედეგების მიხედვით, ამ ეტაპზე უმრავლესობის მოპოვება რესპუბლიკელებს შეუძლიათ. წინასწარი მონაცემებით, რესპუბლიკელები 211 ადგილს იკავებენ – რაც პალატის კონტროლისთვის საჭირო რაოდენობას მხოლოდ შვიდით ჩამორჩება. დემოკრატებს კი უმრავლესობის მოსაპოვებლად კიდევ 15 ადგილი სჭირდებათ.