საპრეზიდენტო არჩევნები 2018 - როგორია კენჭისყრის პროცედურა

ქვეყნის პრეზიდენტის ასარჩევად, დღეს კენჭისყრაზე ელოდებიან საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისაც უკვე 18 წელი შეუსრულდა. საკუთარი პოზიციის გამოსახატავად, ამომრჩეველს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საერთაშორისო პასპორტი სჭირდება. საარჩევნო კაბინაში შესვლამდე, აუცილებელია მარკირების პროცედურის გავლა, ამის შემდეგ კი მოქალაქე რეგისტრატორისაგან ბეჭდიან და ხელმოწერილ ბიულეტენს იღებს. კენჭისყრა ფარულია, იმ პირებს, კი ვისაც არჩევანის გაკეთება დამოუკიდებლად არ შეუძლიათ, რიგში მის შემდგომ მყოფი მოქალაქე ეხმარება.