ხუთ თვეში ქვეყანაში დაგროვებითი პენსიის სისტემა უნდა ამოქმედდეს.
პარლამენტის მიერ უკვე დამტკიცებული კანონის მიხედვით დასაქმებულ მოქალაქეებს ყოველთვიურად საპენსიო ფონდში საკუთარი ხელფასიდან გარკვეული თანხის შეტანა მოუწევთ, პროცესში სახელმწიფო და დამსაქმებელიც იქნებიან ჩართულნი. ეკონომიკის სამინისტროში ვარაუდობენ, რომ პირველ წელს სისტემაში მონაწილეთა რაოდენობა 600 ათასამდე მიაღწევს. საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით ექსპერტთა ნაწილი რეფორმას დაგვიანებულად მიიჩნევს. მეორე ნაწილი კი ინიციატივის მიღმა გარკვეულ საფრთხეებს ხედავს. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი გახდეს.