ოპოზიციის მიერ სახელმწიფოს შესუსტების და ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს მმართველი გუნდი საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებს.
დღეს გაკეთებულ განცხადებებში პარალელები 20 ივნისთან გაავლეს. პარლამენტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, საპატრიარქოში განვითარებული მოვლენების კულისებში იგივე ადამიანები იდგნენ, ვინც ხელი შუწყო 20 ივნისის მოვლენების ესკალაციას. ხელისუფლების ბრალდებას, ბრალდებითვე უპირისპირდება ოპოზიცია. ოპონენტები მმართველ გუნდს საპატრიარქოში გადატრიალების მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებენ და მეუფე იაკობის განცხადებაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ.