საპატრიარქო მოუწოდებს ხელისუფლებას, არ დაუშვან ე.წ. გეი პარადი, რომელიც საზოგადოებრივ შფოთს გამოიწვევს. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ეკლესია ემიჯნება ცოდვას, მაგრამ არა მონანულ ცოდვილს, რომელსაც სიყვარულით იწყნარებს და ეხმარება ღმერთთან დაბრუნებაში.
საპატრიარქოში მიაჩნიათ, რომ გარკვეული ჯგუფები და მათი მხარდამჭერები უცხო ქვეყნებს ისე აწვდიან ინფორმაციას, თითქოს საქართველოში ისინი დიდად შევიწროებულნი და დევნილნი არიან და ამ მოტივით სერიოზულ დაფინანსებას იღებენ. მათ სურთ, თავისი აქტივობა ისე წარმოაჩინონ, როგორც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა, სინამდვილეში კი ეწევიან თავისი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და პროპაგანდას და მისი ოფიციალურად დაკანონება აქვთ განზრახული.
საპატრიარქომ ამ განცხადებით ასევე სახალხო დამცველს და სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებს მიმართა.
საპატრიარქოს განცხადებას მოყვა შეფასებებიც.