„როდესაც დავით გარეჯის საკითხზე მიმდინარეობს მოლაპარაკება, მკვეთრი განცხადებებისა და ქმედებების განხორციელება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება„ – ამის შესახებ ილია მეორის განცხადებაში ვკითხულობთ.
დავით გარეჯში განვითარებული მოვლენები კათოლიკოს -პატრიარქს შთაბეჭდილებას უტოვებს, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სერიოზული პრობლემის შექმნა სხვა ძალას სურს. პატრიარქი სასულიერო პირებსა და მრევლს მოუწოდებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და გამოიჩინონ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. საპატრიარქო ორი ქვეყნის ხელისუფლებას შორის ინტენსიური დიალოგის აუცილებლობაზე მიუთითებს და თავის მხრივ მზდაყოფნას გამოთქვამს, მოლაპარაკებებში ჩაერთოს.