საპატრიარქო მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციაზე კანონპროექტის განხილვის შეჩერების აუცილებლობაზე საუბრობს
საპატრიარქო მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტის განხილვის შეჩერების აუცილებლობაზე საუბრობს. ოფიციალურ განცხადებაში მითითებულია გასათვალისწინებელი რეკომენდაციებიც.
„საპატრიარქო არასოდეს უჭერდა მხარს და არც ახლა ეთანხმება ნარკომანიით დაავადებულთა მიმართ პატიმრობის შეფარდებას, თუმცა იზიარებს მოსაზრებას, რომ გამკაცრდეს სასჯელი ნარკოტიკებით მოვაჭრეა მიმართ“.