საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეა რუანდაში

საქართველოს საკითხს განიხილავენ აფრიკაში.

რუანდაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა დეოკუპაცია და არ აღიარების პოლიტიკაა. პარლამენტის თავმჯდომარე ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად პირადად ხვდება იმ ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებსაც ჩვენს ქვეყანაში დიპლომატიური მისიები არ აქვთ. ქართველი დეპუტატები მათ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებას აცნობენ და გაერო-ს მიერ ყოველ წელს მიღებული რეზოლუციების მხარდაჭერას სთხოვენ.