საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეა რუანდაში

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, არაღიარების პოლიტიკა და რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ – ის მთავარი თემები, რაზეც რუანდაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები ორმხრივ შეხვედრებს მართავენ. დღის განმავლობაში შალვა პაპუაშვილი უკვე შეხვდა ფიჯის, სეიშელის, ტანზანიისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებს.

ქართველმა დეპუტატებმა კოლეგებს ინფორმაცია მიაწოდეს რუსულ ოკუპაციასა და მის ნეგატიურ შედეგებზე. ასევე, დისკუსიის საგანი იყო რეგიონში არსებული ვითარება და საერთაშორისო გამოწვევები. რუანდა საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეას მასპინძლობს. 

თეონა მანაგაძე დეტალებით.