საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, მადრიდში ვიზიტს აგრძელებს. საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაში მონაწილეობას საქართველოს გარდა, 20 ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობს. ასამბლეის პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარე პირისპირ შეხვედრებს მართავს.
კუჭავა ძირითადად, სამხრეთ ამერიკის, აფრიკისა და არაბული ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებს ხვდება. შეხვედრების მთავარი მიზანი არაღიარების პოლიტიკაა. გარდა ქვეყნის სუვერენიტეტისა, საუბარი ეკონომიკურ ურთიერთობებსაც ეხება. ასამბლეა გუშინ ოფიციალურად ესპანეთის მეფემ გახსნა. ცერემონიაში კახა კუჭავაც მონაწილეობდა.
ხვალ პარლამენტის თავმჯდომარე სიტყვით ასამბლეას მიმართავს, კუჭავა საკუთარ სიტყვაში ძირითად ყურადღებას ოკუპირებული ტერიტორიების გარდა, პოლიტიკურ პოლარიზაციაზეც გაამახვილებს.