საკანონმდებლო ორგანოს დღეს ქუთაისში ბოლო სამუშაო დღე აქვს. საგაზაფხულო სესიაზე დეპუტატები უკვე თბილისში შეიკრიბებიან.
ქუთაისში არსებული შენობა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა და იქ უწყების რეგიონული ცენტრი განთავსდება. ამ თემაზე საუბრით დაიწყეს დღევანდელი სხდომა უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებმა.
საპარლამენტო უმცირესობა ქუთაისიდან თბილისში პარლამენტის დაბრუნებას უკან გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს, უმრავლესობა კი მიიჩნევს, რომ ქუთაისს და პარლამენტის შენობას არანაკლებ მნიშვნელოვანი ფუნქცია რჩება.