აზრთა სხვადასხვაობის და ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ ძირითად საკითხზე შეთანხმება მიღწეულია.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კონკურსის წესით შეარჩევს. კანდიდატების სიის დასამტკიცებლად კი პარლამენტში ინდივიდუალური კენჭისყრები გაიმართება. პარალელურად საკანონმდებლო დონეზე გაიწერება კანდიდატურების შესარჩევი კრიტერიუმები. ამ და სხვა საკითხებზე მსჯელობა უკვე სამუშაო ჯგუფის ფორმატში გაგრძელდება, რომელიც 27 იანვარს უნდა შეიკრიბოს. სწორედ ამ შეხვედრაზე ექნებათ დეპუტატებს და უფლებადამცველებს კონკრეტული წინადადებების წარდგენის საშუალება. მანამდე კი „ქართული ოცნების“ წევრებმა საკუთარი ინიციატივები საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრაზე წარადგინეს, რომელსაც პარტიის თავმჯდომარეც ესწრებოდა. ძირითად წესზე შეთანხმების მიუხედავად, გუნდში ისევ რჩება რამდენიმე სადავო თემა.
თამუნა წიკლაური მუშაობდა თემაზე.