რამდენიმე წუთის წინ მმართველი პარტიის ოფისში უმრავლესობის სხდომა დასრულდა.
განხილვის თემა იყო წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვა, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების პერსპექტივა და ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებზეც პარლამენტში მიმდინარე კვირას უნდა იმსჯელონ. საუბარია ამნისტიის და არასრულწლოვანთა და ოჯახური ღირებულებების დაცვის საკანონმდებლო პაკეტებზე. ოპონენტების ბრალდებებს, რომ მითითებულ ინიციატივებს ხელისუფლება წინასაარჩევნო მიზნებისთვის იყენებს, მმართველი გუნდი პოლიტიკურ სპეკულაციებად მიიჩნევს.