საპარლამენტო უმრავლესობა, საგაზაფხულო სესიის მოსამზადებელი შეხვედრების ფორმატში, ახალი ფრაქციების შექმნის საკითხზე იმსჯელებს
სწორედ ახალი ფრაქციების შექმნა იქნება ერთ-ერთი პირველი საკითხი, რომელზეც საპარლამენტო უმრავლესობა უკვე საგაზაფხულო სესიის მოსამზადებელი შეხვედრების ფორმატში იმსჯელებს.
უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, სამუშაო შეხვედრები იანვრიდან დაიწყება. მმართველი გუნდი საშემოდგომო სესიის ფარგლებში, საკანონმდებლო ორგანოს მიერ გაწეული მუშაობით კმაყოფილია.
არჩილ თალაკვაძის თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება მოხერხდა.