ხმაური მოყვა ბიუროს სხდომაზე პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის დაბარების მოთხოვნას.
საპარლამენტო უმცირესობამ გიორგი გახარია პარლამენტში კიდევ ერთხელ დაიბარა. მათი შეკითხვები ხორავას ქუჩის საქმესა და წინასაარჩევნო პერიოდში განვითარებულ პროცესებს, ასევე, არჩევნების შესაძლო გაყალბებას შეეხება.
ბიუროს სხდომაზე ყურადღება კახეთში განვითარებულ მოვლენებზეც გამახვილდა.