საპარლამენტო უმრავლესობაში მიმდინარე პროცესებმა პარლამენტში ახალი პოლიტიკური რეალობა შექმნა. „ევროპულ საქართველოს“ უმცირესობის სტატუსი აღარ აქვს. უმრავლესობის რიგები გია ჟორჟოლიანმა და მირიან წიკლაურმაც დატოვეს და „პატრიოტთა ალიანსს” შეუერთდნენ. შედეგად, უმრავლესობის მიღმა 41 დეპუტატი აღმოჩნდა, რაც ნიშნავს, რომ დღეს მოქმედი უმცირესობა აღარ არსებობს. სტატუსის შესანარჩუნებლად „ევროპული საქართველო“ ყოფილ თანაგუნდელებთან, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანებას ამ ეტაპზე არ აპირებს. ამ დრომდე ღიაა ახალი ფრაქციის შექმნის საკითხიც. ეკა ბესელია კონსულტაციებს განაგრძობს.