პარლამენტში დღეს არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება. კომისიის წევრები უბნების გადათვლასთან დაკავშირებულ ტექნიკურ დეტალებს განიხილავენ. კომისია შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ 20 უბანს, სავარაუდოდ, ხვალ გადათვლის.
კომისიის წევრები ცესკო-სგან კონკრეტული საარჩევნო უბნების დალუქულ მასალებს ელოდებიან. გადათვლის პროცესში 12 პროფესიონალი მთვლელი იქნება ჩართული, რომელთაც მეთვალყურეობას კომისიის წევრები გაუწევენ. პროცესი პირდაპირ ეთერში გადაიცემა.