რომან გოცირიძისა და ხატია დეკანოიძის საკანონმდებლო ინიციატივას „პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, უმრავლესობა ინიცირებულ კანონპროექტს მხარს დაუჭერს. საუბარია ცვლილებებზე, რომლის მიღების შემთხვევაში, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ გასული დეპუტატები პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შეძლებენ. მანამდე უმრავლესობამ ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას დაუჭირა მხარი.